კონფიდენციალურობის პოლიტიკა
განახლებულია: 14.11.2026
ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად.
რა მონაცემებს ვამუშავებთ
- ანგარიში: სახელი, ელფოსტა, ტელეფონი (ერთიანი NULI ანგარიში ინახება NULI.GE-ზე).
- განცხადებები: მანქანის მონაცემები, ფოტოები, VIN, მდებარეობა, საკონტაქტო ნომერი.
- ტექნიკური: IP მისამართი (დაცვისა და ბოროტად გამოყენების პრევენციისთვის), ბრაუზერის ტიპი, ქუქი-ფაილები.
- რჩეულები, ძებნის გამოწერები და NTK ტრანზაქციები.
რისთვის
- ანგარიშისა და სერვისების მისაწოდებლად;
- განცხადებების გამოსაქვეყნებლად და პარტნიორისთვის თქვენი მოთხოვნის გადასაცემად (მხოლოდ თქვენი ინიციატივით);
- უსაფრთხოებისთვის, თაღლითობის თავიდან ასაცილებლად და კანონით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
ვის გადაეცემა
განცხადებაში მითითებული ტელეფონი ჩანს მყიდველებისთვის. პარტნიორისთვის (სადაზღვევო, ლიზინგი, ბანკი) გადაიცემა მხოლოდ ის, რასაც თავად ჩაწერთ მოთხოვნის ფორმაში. მონაცემებს არ ვყიდით და არ ვაძლევთ რეკლამისთვის მესამე პირებს.
შენახვის ვადა
მონაცემებს ვინახავთ ანგარიშის არსებობის განმავლობაში ან კანონით დადგენილი ვადით. ანგარიშის წაშლის შემდეგ მონაცემები იშლება ან ანონიმიზდება, გარდა იმისა, რისი შენახვაც კანონით ვალდებულები ვართ.
თქვენი უფლებები
- მიიღოთ ინფორმაცია და ასლი თქვენს მონაცემებზე;
- მოითხოვოთ გასწორება, განახლება ან წაშლა;
- გამოიხმოთ თანხმობა და შეეწინააღმდეგოთ დამუშავებას;
- მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
კონტაქტი
- ოპერატორი
- შპს „რენექსთი“ (ReNext LLC)
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 442265512
- მისამართი
- საქართველო, თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 188
- ელფოსტა
- admin@nuli.ge
- ტელეფონი
- +995 511 14 55 33
- ჩატი
- NULI.GE კაბინეტი → ჩატი